saqarTvelos mdinareebi - Sareula

ტერიტორიული ერთეულები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
სათავე რაჭის ქედი
სიგრძე 22 კმ
აუზის ფართობი 231 კმ²

 

მდინარე ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. სათავე აქვს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1091 მ-ზე, ერთვის მდინარე რიონს მარცხნიდან. სიგრძე 22 კმ, აუზის ფართობი 231 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა გაზაფხულზეა, წყალმოვარდნები - ზაფხულ-შემოდგომაზე, არამდგრადი წყალმცირობა - ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი 4.7 მ³/წმ.